«ატლეტიკო» არკადიუშ მილიკით ინტერესდება

AS-ზე დაყრდნობით ცნობილი ხდება რომ დედაქალაქური კლუბისთვის პოლონელი ფეხბურთელი პრიორიტეტული ტრანსფერია. «მადრიდის ატლეტიკოს» ხელმძღვანელობა შეეცდება არკადიუშ მილიკი ზამთარშივე გაიფორმონ.
აღსანიშნავია, რომ 26 წლის ფეხბურთელით დაინტერესებულია «ინტერი», «ევერტონი» და «ტოტენჰემი».
2020/21 წლების სეზონში მილიკს არცერთი შეხვედრა არ გაუმართავს ნაპოლის შემადგენლობაში, რადგან იტალიელებმა პოლონელი ფორვარდი არცერთი ტურნირის განაცხადში არ შეიყვანეს.
Transfermarkt-ის ინფორმაციით 26 წლის პოლონელი თავდამსხმელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 27 მილიონ ევროს შეადგენს.