პიოლი: გუნდური თამაში ვაჩვენეთ

პიოლი: გუნდური თამაში ვაჩვენეთ ევროპის ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "მილანმა" შოტლანდიური "სელტიკი" ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ხსენებულ ფაქტს გამოეხმაურა "როსონერის" მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი.

"ბიჭებმა ნამდვილად გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, ბოლომდე გამოვჯანმრთელდი თუ არა კოვიდ ინფექციისგან. დასაწყისი ნამდვილად კარგი იყო, თუმცა გვქონდა ორი მომენტი სადაც კონცენტრაცია დაგვაკლდა. ამის შედეგად ჩვენს გუნდს გარკვეული პრობლემები შეექმნა. ეს კარგი გაკვეთილი იქნება."

"მაშინაც კი, თუ შეხვედრას ვაგებთ ანგარიშით 0-2, ჩვენ უნდა შეგვეძლოს და გუნდური მუშაობა განვაგრძოთ. სწორედ ეს ვიხილე დღეს. ბედნიერი ვარ იმის გამოც, რომ კიერას ტრავმის მიუხედავად, ახალგაზრდა მოთამაშეებმა თავი არ დაკარგეს, როდესაც მეტოქე 0:2-ს იგებდა. "სელტიკი" ამტკიცებდა, რომ მას ეს გამარჯვება ესაჭიროებოდა. მეტოქეს სურდა, "სან-სიროზე" დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა".
- ციტირებს გამოცემა Sky Sport Italia "მილანის" თავკაცის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ