მიკელ არტეტა გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნებით გახარებულია

მიკელ არტეტა გულშემატკივრების სტადიონზე დაბრუნებით გახარებულია ევროპის ლიგის მე-5 ტურში ერთმანეთს «ლონდონის არსენალი» და «რაპიდი» დაუპირისპირდნენ (4:1). აღსანიშნავია, რომ მატჩს გულშემატკივრები ესწრებოდნენ, რაც მეთოფეთა მთავარი მწვრთნელის სიხარულის მიზეზი გახდა.

ეს ჩვენთვის გამორჩეული მომენტია. გულშემატკივრები ძალიან დაგვეხმარნენ. ტრიბუნებზე სულ რაღაც ორი ათასი მაყურებელი იყო, თუმცა იგრძნობოდა, რომ ისინი თითქოს უფრო მეტნი იყვნენ. გულშემატკივრები მხარში დაგვიდგნენ, გუნდს მოტივაცია მისცეს. მინდა მათ მადლობა ვუთხრა. სპორტი უგულშემატკივროდ სულ სხვაა», - მიკელ არტეტას სიტყვებს ციტირებს goal.com

2020 წლის მარტის შემდეგ «რაპიდთან» შეხვედრაში ემირეითის სტადიონზე პირველად ესწრებოდა მაყურებელი მატჩს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ტრიბუნებზე გულშემატკივრებს კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო არ უშვებდნენ.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.