კომპანი: ნუ მადარებთ გვარდიოლას! პეპი მიუწვდომელია...

კომპანი: ნუ მადარებთ გვარდიოლას! პეპი მიუწვდომელია... მანჩესტერ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი ვენსან კომპანი, რომელიც მოცემულ მომენტში "ანდერლეხტის" მთავარი მწვრთნელის რანგში გვევლინება, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში პეპ გვარდიოლას შესახებ საუბრობს.

"შეეშვით, ჩემს შედარებას პეპ გვარდიოლასთან.არ მითქვამს, რომ "ანდერლეხტი" მეორე მანჩესტერ "სიტი" გახდებოდა. ამის შესახებ არასდროს მისაუბრია. მიუხედავად ამისა, შედარება მაინც გრძელდება. მაწუხებს ის ფაქტი, რომ პეპს ვეხებით, ის მიუწვდომელია. ასეთ დროს, კლუბი ცოტა გულუბრყვილოდ გამოიყურება. ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ საფეხბურთო მოედანზე, სრულიად განსხვავებულია ვიდრე ეს "სიტის" შემთხვევაში გვაქვს. არ არის საუბარის ვინმეს კოპირებაზე. ჩვენ მხოლოდ საკუთარ სტილზე ვფიქრობთ. "ანდერლეხტი" განსხვავდება სხვა გუნდებისგან, ეს მოცემულობა უნდა მივიღოთ." - ციტირებს გამოცემა Eleven Sports-ი ვენსან კომპანის სიტყვებს.

კომპანი, როგორც ფეხბურთელი, სწორედ "ანდერლეხტის" აღზრდილია. მისი დებიუტი ხსენებულ კლუბში შორეულ 2006 წელს შედგა. მაშინ ხსენებული უკანახაზელი 17 წლის იყო. ამის შემდეგ მან "ჰამბურგს" მიაშურა, 2 წელიწადში კი მანჩესტერ "სიტის" რიგებში აღმოჩნდა, სადაც 11 წელი გაატარა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.