ლებრონ ჯეიმსის ახალი კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი

ლებრონ ჯეიმსის ახალი კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი THE SPUN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად «ლოს-ანჯელეს ლეიკერსის» ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2023 წლის სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლისთვის დიდი ალბათობით NBA უარს იტყვის one-and-done წესზე, რომელიც სკოლის შემდეგ ახალგაზრდა მოთამაშეების დრაფტზე გაყვანას კრძალავს. ამ შემთხვევაში 2023 წელს 4-გზის ჩემპიონის შვილი ლებრონ ჯეიმს-უმცროსი შანსს მიიღებს საკუთარი კანდიდატურა დრაფტზე წარადგინოს.

ლებრონ ჯეიმსმა არაერთხელ განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს NBA-ში საკუთარ შვილთან ერთად ითამაშოს. ფორვარდს, რომელიც 2023 წელს 38 წლის იქნება, თავისუფალი აგენტი გახდება და იმ კლუბში გადასვლას შეძლებს, რომელსაც ბრონი აირჩევს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ