ჟოზე მოურინიო: «ევროპის ლიგაზე ტოტენჰემი ერთ-ერთი მთავარია»

ჟოზე მოურინიო: «ევროპის ლიგაზე ტოტენჰემი ერთ-ერთი მთავარია» Standard-თან მიცემულ ინტერვიუში «ტოტენჰემის» მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ევროპის ლიგაზე მისი გუნდის შანსებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის ინგლისელები რბოლაში მონაწილეობენ.

«ამ მომენტისთვის რბოლაში ვმონაწილეობთ, ხოლო ტოტენჰემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცხენია ამ რბოლაში. ეს უნდა ვაღიაროთ. ინგლისური კლუბი, რომელიც ევროპის ლიგაზე მონაწილეობს ეჭვგარეშე მნიშვნელოვანი კლუბია, რამდენიმე სერიოზული გუნდი კი მოგვიანებით შემოგვიერთდება», – ამბობს ჟოზე მოურინიო.

«ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიყავი, თუმცა ესაა რაცაა. რვა გუნდი, რომლებისთვისაც წარუმატებელი იყო ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, იმის ნაცვლად, რომ სახლში გაემგზავრნონ ევროპის ლიგაზე აგრძელებენ ასპარეზობას. ეს კი ტურნირის დინამიკას ცვლის», – განმარტა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ