"ტორინომ" რიკარდო როდრიგესი გაიფორმა

"ტორინომ" რიკარდო როდრიგესი გაიფორმა შვეიცარიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" ფეხბურთელი რიკარდო როდრიგესი ამიერიდან "ტორინოს" ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურინული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 27 წლის ფეხბურთელმა "ტორინოსთან" ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

პრესაში გავრცელებული ცნობის თანახმად, როდრიგესი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადასვლაზე უარს აცხადებდა. საქმე იმაშია, რომ მილანელებს ალექსეი მირანჩუკის ტრანსფერი სურდათ, ამისათვის კი "როსონერი" ხსენებულ ფეხბურთელის ჩართვას აპირებდა ხელშეკრულებაში, რათა რუსულ კლუბს ფინანსური მოთხოვნა შეემცირებინა.

რიკარდო როდრიგესი "ტორინოს" 1 სექტემბერს შეუერთდება. სატრანსფერო თანხად 3 მილიონი ევრო სახელდება.

შვეიცარიელი მცველი მილანის რიგებში 2017 წელს გადავიდა, უწინ იგი "ციურიხის" ღირსებას იცავდა. გარკვეული პერიოდი ასპარეზობდა გერმანულ "ვოლფსბურგშიც". 2019/2020 წლის სეზონის მეორე ნახევარი, როდრიგესმა არენდის წესით "პსვ"-ეს შემადგენლობაში დაჰყო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.