«იუვენტუსი» სამიუელ უმტიტით ინტერესდება

ჯორჯო კიელინი ამ მომენტში ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო პროცესს გადის, რომელიც საკმაოდ გაჭიანურდა. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ იტალიელმა შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარიერა დაასრულოს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იტალიური გრანდის მესვეურები 36-წლის ფეხბურთელის შემცვლელად სწორედ სამიუელ უმტიტს მოიაზრებენ.
აღსანიშნავია, რომ სამიუელ უმტიტი 2020/21 წლების სეზონში მოედანზე ჯერ არ გამოჩენილა. კამერუნელიც ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო პროცესს გადის. Transfermarkt-ის ინფორმაციით კატალონიის ბარსელონას 27 წლის მცველის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 12 მილიონ ევროს შეადგენს.