ფლიკი: საღამო შედგა

ფლიკი: საღამო შედგა 1 დეკემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მიუნხენის "ბაიერნი" მადრიდის "ატლეტიკოს" ეწვია. ორთაბრძოლა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ჰანსი ფლიკი ("ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი) - "მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ. შეხვედრის მეორე ნახევარში გვქონდა მცდელობა, თამაშის ბედი გადაგვეწყვიტა. თომას მიულერისა და სერჟ გნაბრის გამოსვლის წყალობით, მატჩში დინამიკა დამყარდა. მოხარული ვარ, ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების გამო. მათ დავალება კარგად შეასრულეს. ეს არის შემდგარი საღამო. ამ შეხვედრიდან უამრავი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი."

დიეგო სიმეონე ( "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი) - "გუნდმა კარგად ითამაშა. გვქონდა შესაძლებლობა უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია. პირველ ნახევარში კარგად ვმოქმედებდით. ჩვენ თამაშში თანმიმდევრობა შეინიშნებოდა. სამწუხაროდ, მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დაწინაურების შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით."

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.