ზიდანი: ამ მარცხს ახსნას ვერ ვუძებნი

ზიდანი: ამ მარცხს ახსნას ვერ ვუძებნი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის ეგიდით, "ალავესთან" გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, "სამეფო კლუბმა" მოულოდნელი საშინაო მარცხი იწვნია ანგარიშით 1-2.

"ახსნას ვერ ვუძებნი ჩვენს სათამაშო ფორმას. მადრიდის "რეალმა" ამ საღამოს ერთგვარი გაცვლები შემოგვთავაზა კარგი და ცუდი მომენტების. როდესაც შეხვედრის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ გოლს გვიტანენ ყველაფერი თავდაყირა დგება. "ინტერთან" კარგი მატჩი ჩავატარეთ, რასაც ვერ ვიტყვი დღევანდელ შეხვედრაზე. მომხდარ ფაქტს ვერ ვხსნი. აუცილებელია გულმოდგინე შრომა გავაგრძელოთ, რათა ჩვენმა ფეხბურთელებმა შესაბამისი ფორმა აკრიფონ. სათამაშო სისტემაც შესაცვლელია." - ციტირებს გამოცემა Marca ზინედინ ზიდანის სიტყვებს.

მადრიდის "რეალი" მოპოვებული 17 ქულით, ლა ლიგაში მეოთხე პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე "რეალ სოსიედადია". ამ გუნდის აქტივში 23 ქულაა მოგროვებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.