არტეტა: "არსენალს" რაღაც აკლია

"ალბათ, არსებობს სხვაობა იმას შორის, სად ვიმყოფებით ახლა და სად უნდა ვიყოთ წესით. სხვაობა 4-6 ქულას შეადგენს. ის არ არის დიდი, მაგრამ სწორედ ეს არის რეალობა. ჩვენ შესანიშნავად უნდა ვაკეთებდეთ იმას, რასაც ვაკეთებთ. "არსენალს" რაღაც აკლია.... ჩვენ მუდამ ზღვარზე ვიმყოფებით. ხან გამარჯვების ზღვარზე, ხან დამარცხების. მეტი სითამამეა საჭირო. თითოეული ორთაბრძოლა მართლაც ძალიან რთულია.
"ფეხბურთში დრო ნამდვილად უძვირფასესია და ადამიანები მეტად სულმოუთმენლები არიან. არ შეიძლება არ აფასებდე გუნდში მიმდინარე პროცესებს და რაღაც აბსურდული მოთხოვნები წაუყენო ამა თუ იმ ადამიანს, ეს შესაძლოა ძალიან ცუდად შემობრუნდეს. რა თქმა უნდა, ვიცი რისი ნახვა სურს ხალხს და მე პირველ რიგში ვზივარ იმ ადამიანებთან ერთად ვისაც სურს, რომ "არსენალი" ლიგის ლიდერად იხილოს. წინ ძალიან დიდი სამუშაო გველის. მზად ვართ და ვიცით, თუ რაოდენ დიდი პასუხიმსგებლობა გვაქვს აღებული" - ციტირებს გამოცემა Goal-ი მიკელ არტეტას სიტყვებს.
მოცემულ მომენტში ლონდონის "არსენალი" მოპოვებული 13 ქულით, ინგლისის პრემიერ ლიგაში მე-14 ადგილზე იმყოფება. პირველადგილოსან "ლივერპულს" საკუთარ აქტივში 21 ქულა აქვს მოგროვებული.