პირლო: რონალდოს მცირე ტრავმა ჰქონდა

"შუა კვირაში მას გარკვეული პრობლემები აღენიშნებოდა. მიუხედავად ამისა, მას მაინც სურდა უეფას ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ეასპარეზა. სანაკრბო პაუზის შემდეგ, მას ნამდვილად ესაჭიროებოდა მცირე დასვენება. რონალდო - "იუვენტუსის" ერთ-ერთი კოზირია, მაგრამ ჩვენ საკუთარი თამაშის დემონსტრირება მის გარეშედაც უნდა შევძლოთ."
"ასეთი რამ ხდება, როდესაც გუნდში უამრავი ფეხბურთელია, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ნაკრების რიგებშიც ასპარეზობენ. ჩვენ ასევე თამაში გავმართეთ ჩემპიონთა ლიგის ეგიდითაც. "იუვენტუსი" არ არის ერთადერთი კლუბი სადაც მსგავს მოცემულობას ნახავთ. მადრიდის "რეალი" მთლიანად დამოკიდებული იყო რონალდოს თამაშზე. კრიშტიანო ერთგვარი კატალიზატორია, როდესაც საქმე ეხება გოლებს. ის უამრავ შეტევაში იღებს მონაწილეობას." - ვკითხულობთ გამოცემა Football Italia-ს ვებ-გვერდზე ანდრეა პირლოს სიტყვებს.