ფლიკი ლეროი სანეს შესახებ საუბრობს

ფლიკი ლეროი სანეს შესახებ საუბრობს მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანს დიტერ ფლიკი, ლეროი სანეს შესახებ საუბრობს. ინტერვიუდან, შესაბამის ამონარიდს, "ბაიერნის" პრეს-სამსახური ავრცელებს.

"ლეროი კარგ ფორმაში იმყოფება, მისი ეფექტურობა ძალიან მაღალია. მიუხედავად ამისა, მან ისევე როგორც "ბაიერნის" სხვა ფეხბურთელებმა, "ზალცბურგთან" გამართულ შეხვედრაში, ბურთი არაერთხელ დაკარგა. ასევე, რამდენიმე ეპიზოდში საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზები არსებობს, რაც უკვე განვიხილეთ კიდეც. ის ეცდება, შემდეგ ჯერზე ყველაფერი გაცილებით უკეთ გააკეთოს."

"როდესაც სანე მოედანზე გამოდის, ის ერთგვარ დინამიკას ქმნის, ამ დროს იზრდება გუნდის შეტევის ტემპი. ბოლო ორ მატჩში მან გოლები მას შემდეგ გაიტანა, როდესაც სათადარიგო სკამიდან ჩაერთო ორთაბრძოლაში. ეს განასხვავებს სანეს თანაგუნდელებისგან. მას ხარისხი გააჩნია. რა თქმა უნდა, მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, გარკვეული დროა საჭირო, რომ ლეროი ძველ კონდიციებს დაუბრუნდეს. ის ამ დროს აუცილებლად მიიღებს. სანე ძალიან ბევრს ვარჯიშობს. მისით კმაყოფილები ვართ, თუმცა აუცილებლად სრული 100 პროცენტით უნდა დაიხარჯოს. ამაზე ვმუშაობთ."
- ვკითხულობთ "ბაიერნის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჰანს დიტერ ფლიკის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.