ლემპარდი: აზარი დიდ გავლენას ახდენდა "ჩელსის" თამაშზე

"ჩემი აზრით ძალიან რთულია ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელის დაკარგვით მიღებული ზიანი აინაზღაურო, როგორიც ედენ აზარია. მის მიერ შეტანილი წვლილი გუნდის წარმატებებში განუზომელი იყო. ამას შევადარებდი, ჰარი კეინის გავლენას "ტოტენჰემის" თამაშზე, თუ მხედველობაში მივიღებთ მის მიერ გატანილ გოლებს და ასისტებს. როდესაც ამ კალიბრის მოთამაშეს კარგავ, აუცილებლად უნდა იმუშაო პრობლემის გადაწყვეტაზე."
"ჩვენს ახალწვეულებს, არ მოვახვევ თავზე იდეას, რომ მათ ედენ აზარი უნდა ჩაანაცვლონ. ამ ფეხბურთელებს მაქსიმალური მობილიზება მართებთ. რა თქმა უნდა, ხსენებულმა მოთამაშეებმა უკვე მოიტანეს რაღაც ახალი "ჩელსის" რიგებში. ძალიან კარგად მახსოვს, აზარის პირველი წლები "ჩელსის" შემადგენლობაში. ნათელი იყო, რომ ის დიდი ფეხბურთელი გახდებოდა, თუმცა ამავე დროს ისიც ცხადი იყო, რომ მას გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდებოდა. დრო იმისათვის, რომ გამხდარიყო ისეთი მოთამაშე, რომელიც ახლა ასე ძალიან გვიყვარს." - ციტირებს გამოცემა Goal ფრენ ლემპარდის სიტყვებს.