სულშერი: ფერნანდეში ნამდვილი ლიდერია

"ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ბავშვი ვიყავი, მომწონდა ისეთი საფეხბურთო გუნდები, სადაც მხოლოდ მთავარი მწვრთნელები არ ყვიროდნენ. ჩემი სურვილია, მოთამაშეებს შესაბამისი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ და მიუთითონ სხვა ფეხბურთელებს პოზიციის დაკავებაზე თუ ამის აუცილებლობა შეიქმნება. ისინი, ხომ ერთი საქმისთვის იღწვიან, საკუთარი გუნდი გამარჯვებისთვის."
"ავიღოთ ბრუნო ფერნანდეში, რომელიც მხოლოდ ბურთის გათამაშებით კი არ არის დაკავებული, არამედ მითითებებს აძლევს თანაგუნდელებს. ყველამ უნდა აიღოს მისგან მაგალითი. თუ მატჩი ანგარიშით 2:0 მიგვყავს, მას სურს რომ 3:0 გახდეს, თუ ტაბლოზე 4:0 ია დაფიქსირებულია, მისი სურვილია სხვაობა 5:0 მდე გაიზარდოს. ის მუდამ ცდილობს მაქსიმუმს მიაღწიოს. ეს კი ყველას სასიკეთოდ ადგება."
"როდესაც ფერნანდეშის შესახებ ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფეხბურთელი ყველაზე დიდ კრიტიკას საკუთარი თავის მიმართ იჩენს. ის ნამდვილი ლიდერია და არასდროს ეშინია წინსვლის, მაშინაც კი როდესაც ყველაფერი მის სასარგებლოდ არ არის მოწყობილი." - ციტირებს გამოცემა Goal-ი ნორვეგიელი სპეციალისტის სიტყვებს.