«ბორჯღალოსნების» განახლებული შემადგენლობა ირლანდიასთან

«ბორჯღალოსნების» განახლებული შემადგენლობა ირლანდიასთან საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა იმ 23 მოთამაშის სია დაასახელა, რომლებიც შემოდგომის ერთა თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.

უელსთან შეხვედრის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილებაა, ხოლო რეზერვში ხუთი. ავივა სტედიუმზე ხუთი ახალი მოთამაშის დებიუტს ვიხილავთ, მათ შორის 20-წლის მიხეილ ალანიასა და 18 წლის დავით ნინიაშვილის.

შემოდგომის ერთა თასის მესამე ტურის მატჩი საქართველოსა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებებს შორის დუბლინში 29 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველო შემადგენლობა ასე გამოიყურება.

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (28 კეპი, 152 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (5 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (27 კეპი, 20 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (69 კეპი, 60 ქულა, კაპ.), 11. თამაზ მჭედლიძე (59 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (18 კეპი, 104 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (54 კეპი, 40 ქულა);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (64 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (76 კეპი, 50 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (16 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (26 კეპი), 5. ლაშა ჯაიანი (4 კეპი), 6. ბექა საღინაძე (15 კეპი, 5 ქულა), 7. თორნიკე ჯალაღონია (2 კეპი), 8. ბექა გორგაძე (30 კეპი, 40 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (12 კეპი, 5 ქულა), 17. ლექსო ყაულაშვილი (3 კეპი), 18. გიორგი მელიქიძე (20 კეპი, 5 ქულა), 19. გიორგი ჯავახია (3 კეპი), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (10 კეპი, 10 ქულა); 21. მიხეილ ალანია (*), 22. დემურ თაფლაძე (4 კეპი, 5 ქულა), 23. დავით ნინიაშვილი (*).
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ