სტეფანო დე მარტინო: მოცემული სიტყვა უნდა შესრულებულიყო

"ბოლო 48 საათის განმავლობაში, სილვასთან დაკავშირებით უამრავი რამ იყო თქმული. "ლაციო" მუდამ მართებულად მოქმედებდა და ახლაც ასეთი მიდგომა გვაქვს, როდესაც ვიღაც სიტყვას იძლევა ის აუცილებლად უნდა შესრულდეს კიდეც."-ციტირებს გამოცემა Football Italia მარტინოს სიტყვებს.
როგორც ცნობილია, "ლაციოს" ხელმძღვანელობა უაღრესად გაბრაზებული დარჩა სილვას გადაწყვეტილების გამო. "არწივები" სილვასთან აქტიურ კომუნიკაციაში იყვნენ, თუმცა ბოლოს ფეხბურთელი მათ სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა. "სოსიედადში" მისი გადასვლა კი "ლაციოს" მესვეურებმა პრესიდან შეიტყვეს.
მანჩესტერ "სიტიმ" 2010 წელს დავიდ სილვა "ვალენსიას" რიგებიდან აიყვანა. იმ პერიოდში ტრანსფერმა 28,75 მილიონი ევრო შეადგინა. 34 წლის ფეხბურთელმა 2019/2020 წ. სეზონში 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 6 გატანილი გოლის და 10 შედეგიანი გადაცემის ავტორი.