ანდერსონ სილვამ შესაძლოა კარიერა იაპონიაში გააგრძელოს

ანდერსონ სილვამ შესაძლოა კარიერა იაპონიაში გააგრძელოს PRIDE-ის საკულტო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელი ნობიუკი საკაკიბარა, რომელიც ამ მომენტისთვის Rizin Fighting Federation პრეზიდენტია UFC-ს ყოფილი ჩემპიონის ანდერსონ სილვას გაფორმებით დაინტერესდა.

შეგახსენებთ, რომ ანდერსონ სილვა ამ მომენტისთვის mma-ს ყველაზე დიდი პრომოუშენის მებრძოლი აღარ გახლავთ.

«ჯერ კიდევ PRIDE-დან მოყოლებული ანდერსონ სილვასთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს, ჩემი აზრით, მისი კარიერა სინამდვილეში იაპონიაში დაიწყო. გავიგე, რომ იაპონია კვლავინდებურად განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მის გულში», - ამბობს საკაკიბარა.

«მისი მიღწევების პატივისცემიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით რა გააკეთა ჩვენი სპორტისთვის, მინდა სილვას დავეხმარო სურვილების განხორციელებლაში. მასთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა მაინტერესებს ხედავს თუ არა აზრს კარიერის საფინალო გვერდი იაპონიაში დაწეროს».

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.