დერილ მორი: «ემბიდსა და სიმონსს შეუძლიათ ყველა დროის საუკეთესოებს შორის მოხვდნენ»

«ბენიც და ჯოელიც სუპერ ვარსკვლავები არიან, რომლებიც კარიერის პიკში იმყოფებიან. სინამდვილეში, ასეთი მაგალითები საკმაოდ იშვიათია და როგორც წესი ამას რაღაც განსაკუთრებულამდე მივყავართ.
თუ ბენსა და ჯოელს წარსულში ანალოგიურ სხვა კალათბურთელებს შეადარებთ, აშკარა გახდება, რომ მათ იდეალური ანალოგები არ ჰყავთ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მათ კარიერის სტარტსა და ასაკს, ორივე მათგანს შესანიშნავი შანსი აქვს ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეებს შორის მოხვდნენ», – განაცხადა დერილ მორიმ.