bild: ერლინგ ჰოლანდი ლუსიენ ფავრის შესახებ საუბრობს

bild: ერლინგ ჰოლანდი ლუსიენ ფავრის შესახებ საუბრობს «დორტმუნდის ბორუსიას» ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი, ცნობილ გერმანულ სპორტულ გამოცემა bild-თან ინტერვიუში კლუბის მთავარ მწვრთნელზე ლუსიენ ფავრზე საუბრობს, რომელიც მატჩის მიწურულს ხშირად ცვლის ხოლმე ნორვეგიელს.

ჩემპიონთა ლიგაზე «ბრიუგეს» (3:0) წინააღმდეგ 20 წლის ჰოლანდმა მოედანი მატჩის 81-ე წუთზე დატოვა, თუმცა ორი გოლის გატანა მოახერხა. ბუნდესლიგის ეგიდით «ჰერტასთან» (5:2) გამართულ შეხვედრაში ნორვეგიელმა პოკერი შეასრულა და 85-ე წუთზე დატოვა მოედანი.

«მისთვის ჩვეული მოვლენა გახდა ჩემი შეცვლა. არ ვიცი რატომ. შესაძლოა, მას სურს, რომ მეტი გოლი გავიტანო. ამრიგად სანამ შემცვლის მანამდე, რაც შეიძლება ხშირად და სწრაფად უნდა გავიტანო», – ამბობს ჰოლანდი.

«ჰოლანდს ყოველთვის 90 წუთი თამაში არ შეუძლია. მის ჯანმრთელობას უნდა მოვუფრთხილდეთ და ძალები დავზოგოთ», – ასე გამოეხმაურა ლუსიენ ფავრი ჰოლანდის განცხადებას.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.