კრისტაპს პორზინგსი: «სარეაბილიტაციო პროცესზე ვარ კონცენტრირებული»

კრისტაპს პორზინგსი:  «სარეაბილიტაციო პროცესზე ვარ კონცენტრირებული» «დალასის» ფორვარდი კრისტაპს პორზინგსი კლუბის ტვიტერის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში ტრავმის შემდგომ სარეაბილიტაციო პროცესზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კვირაში ექვსი დღე ვარჯიშობს.

«სარეაბილიტაციო პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. კვირაში ექვსი დღე ვვარჯიშობ. ამჟამად სრულად კონცენტრირებული ვარ სარეაბილიტაციო პროცესზე. ყველაფერს ვაკეთებ, რათა მოედანს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე. გამოჯანმრთელებასთან ახლოს ვარ, თუმცა არ ვიჩქარებთ.

ჩვენი მიზანი ჩემპიონატის მოგებაა. ეს უნდა იყოს ჩვენი მოტივაცია ყოველ დღე
», – ამბობს კრისტაპს პორზინგსი.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ