NBA-ს გუნდები სავარჯიშო ბანაკებში ინდივიდუალურად დაიწყებენ მომზადებას

NBA-ს გუნდები სავარჯიშო ბანაკებში ინდივიდუალურად დაიწყებენ მომზადებას სამშაბათს 1 დეკემბერს NBA-ს სავარჯიშო ბანაკები გაიხსნება. გუნდები მომზადებას ინდივიდუალური ვარჯიშებით დაიწყებენ, რომელშიც მონაწილეობის მიღება ერთდროულად ოთხ ფეხბურთელსა და ოთხ მწვრთნელს შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ თითოეულმა მონაწილემ წინასწარ უნდა ჩაიტაროს კორონა ვირუსზე ტესტი.

კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და გუნდის თანამშრომლებს, რომლებსაც სურთს ინდივიდუალურ ვარჯიშებში მონაწილეობა ვალდებულნი არიან ქალაქში შაბათს 28 ნოემბერს გამოცხადნენ და კორონა ვირუსზე ტესტი ჩაიტარონ.

4 დეკემბერს გუნდებს უფლება მიეცემათ სრულფასოვანი გუნდური ვარჯიშები ჩაატარონ. თუ ყველა კალათბურთელი არ ჩამოვა შაბათს, გუნდი ვარჯიშების დაწყებას 6 დეკემბრამდე ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს წინასასეზონო მატჩები 11 დეკემბრიდან დაიწყება. 2020/21 წლების სეზონი კი 22 დეკემბრიდან აიღებს სტარტს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.