ხავიერ ტებასი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს

ხავიერ ტებასი ლიონელ მესის შესახებ საუბრობს ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ცნობილ სპორტულ ინტერნეტ-პორტალ goal-თან ინტერვიუში «კატალონიის ბარსელონადან» ლიონელ მესის შესაძლო წასვლის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ არგენტინელის გაშვება არ სურს.

«ლიონელ მესის ლა ლიგაში ხილვა ისევე მინდა, როგორც მოურინიოსი, გვარდიოლასი, კლოპისა და კრიშტიანუ რონალდუსი. თითოეული მათგანი ჩემპიონატს განვითარებაში ეხმარება, თუმცა ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის არ არის».

«ნახსენები პიროვნებები იმდენად მნიშვნელოვანი არ არიან, როგორც ამაზე ხალხი საუბრობს. საჭიროა სტრატეგია, ფეხბურთელს დახმარება შეუძლია, თუმცა ეს ასე აუცილებელი არ არის».

«იმედი მაქვს, რომ ლიონელ მესი, რომელიც ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, საკუთარ კარიერას აქ დაასრულებს», – ხავიერ ტებასის სიტყვებს ციტირებს goal.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ