«მანჩესტერ იუნაიტედი» ფრედს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

წყაროს ინფორმაციით წითელი ეშმაკების წარმომადგენლებს არსებული ხელშეკრულების კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივება სურთ. შეგახსენებთ, რომ 27-წლის ფრედს მოქმედი კონტრაქტი ინგლისელებთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
ფრედი მანჩესტერულ გრანდში 2018/19 წლების სეზონიდან ირიცხება. იუნაიტედმა ბრაზილიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ დონეცკის შახტარს 59 მილიონი ევრო გადაუხადა. ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში ჯამში 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
transfermarkt-ის ინფორმაციით ფრედის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 17.50 მილიონ ევროს შეადგენს.