ექტორ ბელერინმა შესაძლოა «ლონდონის არსენალი» დატოვოს

ექტორ ბელერინმა შესაძლოა «ლონდონის არსენალი» დატოვოს იმ შემთხვევაში თუ «ლონდონის არსენალი» პრემიერ ლიგაში ამჟამინდელ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს, მეთოფეთა ესპანელი ცენტრალური მცველი, ექტორ ბელერინი, ინგლისელებთან სამომავლო თანამშრომლობას აღარ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის «არსენალი» ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრი ზონის მიღმა იმყოფება, რაც 25 წლის ესპანელი მცველის ნერვიულობის საბაბი გახდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ ექტორ ბელერინი «არსენალის» დატოვებას გადაწყვეტს მისთვის ორი იტალიური გრანდი ინტერი და ტურინის იუვენტუსი იბრძოლებენ. transfermarkt-ის ინფორმაციით 25-წლის ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 32 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ბელერინის ანგარიშზე გამართულ 9 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემაა. ლონდონურმა კლუბმა 13 ქულის მოგროვება მოახერხა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის 12-ე პოზიციაზე იმყოფება.

ექტორ ბელერინს მოქმედი კონტრაქტი მეთოფეებთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.