კუმანი: შედეგით კმაყოფილი ვარ

კუმანი: შედეგით კმაყოფილი ვარ კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით კიევის "დინამოსთან" მიღწეულ გამარჯვებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, "ბარსელონამ" დამაჯერებელი ანგარიშით 0-4 იმარჯვა.

"მიზანი მიღწეულია, ჩვენ 1/8 ფინალში გასვლა შევძელით. შექმნილი შთაბეჭდილება დადებითია. გუნდი 100 პროცენტით დაიხარჯა. პირველ ტაიმში ეფექტურობა დაგვაკლდა, თუმცა მეორე ნახევარში ხარისხიანი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ და მეტოქე დავჯაბნეთ. კმაყოფილი ვარ რეზულტატით და გუნდური თამაშით. თითოეულმა ფეხბურთელმა დიდი შრომა გაწია. მოთამაშეებს გოლები წყუროდათ. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გაიბრწყინეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა. მე დავასვენე ერთი მოთამაშე და საშუალება მივეცი მეორეს თავი გამოეჩინა. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს." - ციტირებს გამოცემა Marca რონალდ კუმანის სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.