იმობილე განვლილ ორთაბრძოლას აფასებს

იმობილე განვლილ ორთაბრძოლას აფასებს რომის "ლაციოს" ფეხბურთელი ჩირო იმობილე, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "ზენიტთან" მოპოვებულ გამარჯვებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, შეხვედრა იტალიელების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

"როდესაც საფეხბურთო მოედანზე გავდივარ, საკუთარ თავს ბავშვად აღვიქვამ. თუ თამაშს ვერ ვახერხებ, წარმოუდგენლად გაბრაზებული ვარ. მოედანზე საკუთარი მაქსიმუმი გავიღე და მსურდა გუნდის წარმატებაში, ჩემს პარტნიორებთან ერთად, საკუთარი წვლილი შემეტანა. ჩემი სურვილია, საკუთარი თავი ვიხილო იმ ფეხბურთელების გვერდით, რომლებმაც კლუბში ისტორია დაწერეს და იტალიურ ფეხბურთზე, დიდი ზეგავლენა მოახდინეს. მე მთლიანად ვიზიარებ, გუნდის მთავარი მწვრთნელის და თანაგუნდელების გაწეულ სამუშაოს, რომელთა გარეშეც წარმატებული ვერ ვიქნებოდი."

"როდესაც ისეთი ჩემპიონი, როგორიც კრიშტიან რონალდოა სერია ა-ში გადმოდის, ეს ერთგვარი შანსია შენთვის, საკუთარი დონე გაზომო. ზლატან იბრაჰიმვიჩიც ამ კატეგორიას განეკუთვნება. მე 30 წლის ვარ, თუმცა თავს ახალგაზრდად ვთვლი და იმედს ვიტოვებ, იმდენი ხნით დავრჩები კარგ ფორმაში, როგორც ეს იბრას შემთხვევაშია."
- ციტირებს გამოცემა Football Italia ჩირო იმობილეს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.