ლუჩესკო: "ბარსელონამ" საკუთარი კლასი აჩვენა

"პირველი ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, გვქონდა რამდენიმე კარგი შანსი. იღბალი, რომ ჩვენს მხარეს ყოფილიყო გოლს აუცილებლად გავიტანდით. მეორე ნახევარში "ბარსელონამ" საკუთარი კლასი აჩვენა. იგრძნობოდა განსხვავება, ხარისხში, ტექნიკაში, სწრაფ აზროვნებაში და კომბინაციებში. როდესაც პირველი გოლი გაგვიტანეს, ხელები ჩამოვყარეთ და ჩემთვის გაუგებარი მიზეზით, თამაშს თავი დავანებეთ."
"უკმაყოფილო ვარ იმითაც, რომ იმ მცირე რაოდენობით კონტრშეტევებშიც კი რაც გვქონდა, ბოლო პასი გვაკლდებოდა. ვიმეორებ, გატანა შეგევეძლო, მაგრამ "ბარსელონას" ახალგაზრდა მოთამაშეებმა, რომლებიც ამ გუნდის მომავალს წარმოადგენენ, ჩვენი დამარცხება მოახერხეს. გამოირჩეოდნენ მობილურობით, ემჩნეოდათ დიდი მონდომება. მათი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ალბათ, ყველაფერთან ერთად იღბალიც მათ მხარეს იყო, პირველივე კარში დარტყმა ხომ გატანილი გოლით დასრულდა..."
"როდესაც საკუთარ ბადეში მეორე გოლი მივიღეთ, რაც კუთხურს მოჰყვა, ამის შემდეგ ფეხბურთი აღარ გვითამაშია, დავუშვით უამრავი შეცდომა. ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ ერთი-ერთზე, ართმევებზე თამაში პირწმინდად დავთმეთ." - ციტირებს კიევის "დინამოს" პრეს-სამსახური მირჩა ლუჩესკოს სიტყვებს.
Four down, two to go. pic.twitter.com/UevIVpwhve
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 24, 2020