ლევანდოვსკი: კონტრაქტი 2023 წლაქმდე მაქვს გაფორმებული, რა იქნება შემდეგ არ ვიცი...

"ჩემი კონტრაქტის მოქმედების ვადა 2023 წელს იწურება. არ მიფიქრია, რა იქნებოდა ამის შემდეგ. ხელშეკრულების თანახმად წინ კიდევ 2,5 წელია. ეს სოლიდური დროა. ამასთან ვიცი, რომ კიდევ შემიძლია ფეხბურთის თამაში. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა მე მაქვს სათანადო დრო იმისათვის, რომ ყველაფერი ადეკვატურად გავიაზრო." - ციტირებს გამოცემა AP News რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებს.
პოლონელი მოიერიშე, გერმანულ გრანდს 2014 წელს შეურთდა. როგორც აღინიშნა, მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი რობერტ ლევანდოვსკის 60 მილიონ ევროდ აფასებს.