Sky Germany: მიულერი გერმანიის ეროვნული ნაკრების მარცხს გამოეხმაურა

"როდესაც გერმანიის ეროვნული ნაკრების განადგურებას უყურებ ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია. სამხუხაროა და თანავუგრძნობ თანაგუნდელებს, მეგობრებს და ქომაგებს მომხდარი ფაქტის გამო. როგორც ადრე აღვნიშნავდი არც მე, არც ჟერომ ბოატენგს და არც მატს ჰუმელსს, ნაციონალური გუნდის რიგებში საკუთარი კარიერა არ დაგვისრულებია". - აცხადებს თომას მიულერი გამოცემა Sky Germany-სთან მიცემულ ინტერვიუში.
ის, რომ ხსენებული ფეხბურთელების არ გამოძახება იოაჰიმ ლიოვის გადაწყვეტილებაა, ამაზე საუბრობდნენ მანუელ ნოიერი და ჰანს დიტერ ფლიკიც.
მანუელ ნოიერი: - "სამივე ფეხბურთელს შეეძლო ჩვენი დახმარება, მათ ეს არაერთხელ უჩვენებიათ. არც თომასს, არც მატსს და არც ჟერომს საკუთარი კარიერა გერმანიის ეროვნული ნაკრების რიგებში არ დაუსრულებიათ. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული საკითხია, მაგრამ მოდით დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მთლიანობაში, ეს ნაციიონალური გუნდის თავკაცის გადაწყვეტილებაა."
ჰანსი ფლიკი: - "მოცემულობა ყველასთვის ნათელია. იოაჰიმ ლიოვმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო. აუცილებელია მათ გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ. არ არის ჩემი საქმე ამ ფაქტის განსჯა. მე ბედნიერი ვარ, რომ ეს მოთამაშეები ჩემს გუნდში არიან. ეს ორი შესანიშნავი ფეხბურთელია"