სმოლინგი: "იუნაიტედზე" განაწყენებული ვიყავი

სმოლინგი: "იუნაიტედზე" განაწყენებული ვიყავი "რომას" ფეხბურთელი კრის სმოლინგი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც მანჩესტერ "იუნაიტედის" რიგებს ტოვებდა და იტალიაში მიემგზავრებოდა. ხსენებული უკანახაზელი აცხადებს, რომ "იუნაიტედმა" მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილება დაგვიანებით აცნობეს.

"მე ცოტათი განაწყენებული ვიყავი. პირელ რიგში, ჩემი სურვილი იქნებოდა ამის შესახებ გაცილებით ადრე ეთქვათ, მეორე - მე წასვლა შევძელი მხოლოდ ერთი დღით ადრე, ვიდრე იტალიური სატრანსფერო ფანჯარა დაიხურებოდა. ვიცოდი, რომ ჩემი დღეები ულე გუნარ სულშერის ხელში დათვლილი იყო. ინგლისური ფანჯარა დაიხურა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. აუცილებელი იყო გადაწყვეტილება სასწრაფოდ მიმეღო. მე და ჩემს ორუსლ მეუღლეს ბავშვი შეგვეძინა, ასე რომ ბოლო წუთებზე ბევრი რამ მოხდა" - ციტირებს გამოცემა Telegraph კრის სმოლინგის სიტყვებს.

30 წლის ცენტრალურმა მცველმა საფეხბურთო კლუბ "რომასთან" 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა ხელშეკრულება. ინტერნეტ-გამოცემა transfermarkt-ი სმოლინგს 20 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.