პირლო: მორატა დიდებული ფეხბურთელია

პირლო: მორატა დიდებული ფეხბურთელია ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ალვარო მორატას შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ხსენებულ ფეხბურთელს კვლავ დაუბრუნდა საკუთარი თავის რწმენა, რაც მის თამაშზე ადეკვატურად აისახა.

"მორატა- ბრწყინვალე ფეხბურთელია. სწორედ ამიტომ იმყოფება ის აქ. მან კვლავ შეიძინა საკუთარი თავის რწმენა და ზოგადად თამაში კვლავ გაითავისა. სწორედ ეს აკლდა ამ ფეხბურთელს მადრიდის "რეალში" თუ ლონდონის "ჩელსის" რიგებში ყოფნის დროს. ვიცით რა ფასი აქვს მორატას გუნდში ყოფნას, ამიტომ მას ხელი მჭიდროდ ჩავჭიდეთ და ბოლომდე ვგულშემატკივრობთ." - აღნიშნავს "იუვანეტუსის მთავარი მწვრთნელი გამოცემა Football Italia-სთან მიცემულ ინტერვიუში.

სულ რამდენიმე კვირის წინ, მორატა შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა - "იუვენტუსში" არის ყველაფერი, რაც მე მჭირდება. აქ ვგრძნობ, სიყვარულს და იმას, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ. ტურინში დიდი შესაძლებლობა მაქვს შემდგომი პროგრესირებისთვის. შემიძლია საკუთარი თავის დახევწაზე ვიმუშაო. თუ ყველაფერი ამ ტემპით გაგრძელდება ჩვენი გუნდი დიდ წარმატებას მიაღწევს."

"როდესაც თქვენ პროგრესირების გზას ადგახართ, მუდამ გრძნობთ, რომ სრულფასოვანი მოთამაშე ხართ. სწორედ ამას განვიცდი "იუვენტუსში" ყოფნის დროს. ყველას კარგად გვესმის, რომ წლები გაფრინდა და მე უკვე 20 წლის ბიჭი აღარ ვარ, სწორედ ამიტომ რა გზაც კი გამივლილა ჩემი კარიერის მანძილზე, ახლა ეს ყველაფერი ძალიან მეხმარება."
- ციტირებდა გამოცემა AS-ი ალვარო მორატას სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.