ფლიკი: ლიოვის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ

ფლიკი: ლიოვის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ მას შემდეგ რაც გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ერთა ლიგის ეგიდით გამართულ პაექრობაში, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან დამანგრეველი მარცხი განიცადა (6-0), იოაჰიმ ლიოვი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. ამის მიზეზი ლიოვის გადაწყვეტილებაა, რომელიც თომას მიულერის, ჟერომ ბოატენგის და მატს ჰუმელსის ნაკრებიდან მოკვეთას ითვალისწინებდა. ხსენებულ ფაქტს, ეხმიანება მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი - ჰანს დიტერ ფლიკი.

"მოცემულობა ყველასთვის ნათელია. იოაჰიმ ლიოვმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო. აუცილებელია მათ გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ. არ არის ჩემი საქმე ამ ფაქტის განსჯა. მე ბედნიერი ვარ რომ ეს მოთამაშეები ჩემს გუნდში არიან. ეს ორი შესანიშნავი ფეხბურთელია" - ვკითხულობთ Bayern & Germany-ის "ტვიტერის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.