ჰოლანდის მამა: პრიორიტეტი გერმანიაში დარჩენაა

ჰოლანდის მამა: პრიორიტეტი გერმანიაში დარჩენაა დორტმუნდის "ბორუსიას" ფეხბურთელის ერლინგ ჰოლანდის მამა, ალფ-ინგე ჰოლანდი შვილის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, გამოცემა Sport1.de-სთან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

"როდესაც შენ კარგად თამაშობ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ დიდი კლუბები შენს კარზე აკაკუნებენ, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში ეს მხოლოდ ჭორებია. ამჟამად, არც ერლინგი და არც თავად მე, სხვა კლუბზე არ ვფიქრობთ. ჩვენ ხანგრძლივი კონტრაქტი გავაფორმეთ დორტმუნდის "ბორუსიასთან., კლუბთან რომელსაც ვთვლი, რომ საუკეთესოა ჩემი შვილისთვის. არ გვსურს მომავალში წინსწრებით გახედვა.

პოტენციურ ტრანსფერებს არ განვიხილავთ. ვფიქრობ, ერლინგის სურვილია "ბორუსიასთან" ერთად რამდენიმე ტიტული მოიპოვოს. ეს მისი მიზანია. მას ჯერ კიდევ შეუძლია გერმანიაში უამრავ წარმატებას მიაღწიოს. საზღვარგარეთ წასვლა ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის."
- ციტირებს გამოცემა Sport1.de ალფ-ინგე ჰოლანდის სიტყვებს.

ერლინგ ჰოლანდი, დორტმუნდის "ბორუსიას" შემადგენლობაში 2020 წელს გამოჩნდა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი ხსენებულ მოიერიშეს 80 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.