talkSPORT: რობერტო მარტინესი რომელუ ლუკაკუს შესახებ საუბრობს

talkSPORT: რობერტო მარტინესი რომელუ ლუკაკუს შესახებ საუბრობს ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი, talkSPORT-თან საუბრის დროს რომელუ ლუკაკუს შესახებ ჰყვება და აცხადებს, რომ მანჩესტერ "იუნაიტედში" მას არასამართლიანად ეპყრობოდნენ და ზედმეტად მკაცრად აკრიტიკებდნენ.

"შესამჩნევია, როგორ გადის ფეხბურთელი სხვადასხვა ეტაპებს, როგორც კარგს ისე ცუდს. როდესაც რომელუზე ვსაუბრობთ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ის არასდროს არ კარგავს საგოლე ალღოს. ახლა მისი თამაშები ნამდვილი სანახაობაა. როდესაც ლუკაკუ მანჩესტერ "იუნაიტედის" შემადგენლობაში ასპარეზობდა, მას ტიტულების მოპოვება ეწადა. საკუთარ მხრებზე, ზედმეტად დიდი ტვირთი აიღო, შესაბამისად დიდი კრიტიკაც დაიმსახურა. ეს უსამათლობა იყო."

"იტალიაში ის სრულიად ახალ პროექტში მოხვდა. იტვირთა შესაბამისი პასუხისმგებლობა. ის სირთულეები, რაც მას ინგლისში ჰქონდა, ახლა ძალიან ეხმარება. საკუთარ კარიერაში ის საუკეთსო ეტაპზე იმყოფება."
- ციტირებს გამოცამა talkSPORT რობერტო მარტინესის სიტყვებს.

რომელუ ლუკაკუ მილანის "ინტერის" ღირსებას იცავს. 27 წლის მოიერიშე "ნერაძურის" რიგებში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი ხსენებულ ფორვარდს 85 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.