მოურინიო: მე გამოცდილი მწვრთნელი ვარ

"მე გამოცდილი ვარ. ძალიან გამოცდილი. ყველაფერი რაც ახლა, საფეხბურთო სამყაროში ჩემს თავს ხდება, ეს ერთგვარი დეჟავიუ არის. ყველაფერი ეს მე უკვე გადამხდენია უწინ. არსებობს პროფესიები, რომლებიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ფიზიკურ ფორმას. მაგალითად, ასეთები არიან ფეხბურთელები. 40 წლის მოთამაშეს არ აქვს ისეთი პოტენციალი, როგორიც 20 წლის ფეხბურთელს. ეს ეხება 30 წლის ფეხბურთელსაც თუ, რა თქმა უნდა, თქვენ ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ ბრძანდებით. მთავარი მწვრთნელის საქმიანობა კი ტვინის არსებობას მოითხოვს. დაგროვებული გამოცდილება და ცოდნა, შენ გეხმარება უკეთესი გახდე." - ციტირებს გამოცემა The New Paper პორტუგალელი სპეციალისტის სიტყვებს.
მოცემულ მომენტში, "ტოტენჰემი" ინგლისის ჩემპიონატში მოპოვებული 17 ქულით, სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას ისაკუთრებს. პირველადგილოსან "ლესტერთან" ჩამორჩენა კი მხოლოდ 1 ქულას შეადგენს.