NBA პლეი-ოფი: «ჰიუსტონი» – «ოკლაჰომა»

NBA პლეი-ოფი: «ჰიუსტონი» – «ოკლაჰომა» 20 აგვისტოს NBA-ის პლეი-ოფის პირველი რაუნდის მორიგი ოთხი მატჩი გაიმართება.

თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება «ინდიანასა» და «მაიამის» შორის დაპირისპირება, შემდეგ «ჰიუსტონი» ეცდება «ოკლაჰომას» დამარცხებას.

პირველ მატჩში მოულოდნელი მარცხის შემდეგ, «მილუოკი» შეეცდება «ორლანდოსთან» რევანში აიღოს, ხოლო «ლეიკერსი» ეცდება «პორტლენდი» დაამარცხოს.

მარტში Covid 19-ით გამოწვეული პანდემიური სიტუაციის გამო NBA-ს გათამაშება დროებით შეწყვეტილი იყო. 2019/20 წლების სეზონი ახლა განახლდა და ორლანდოში მიმდინარეობს.

NBA
პლეი-ოფის სტადია
პირველი რაუნდი
II მატჩები


ინდიანა — მაიამი
20 აგვისტო, 21:00 საათი
(სერიას მაიამი იგებს ანგარიშით 1:0)

ჰიუსტონი — ოკლაჰომა-სიტი
20 აგვისტო, 23:30 საათი
(სერიას ჰიუსტონი იგებს ანგარიშით 1:0)

მილუოკი — ორლანდო
21 აგვისტო, 02:00 საათი
(სერიას ორლანდო იგებს ანგარიშით 1:0)

ლეიკერსი — პორტლენდი
21 აგვისტო, 05:00 საათი
(სერიას პორტლენდი იგებს ანგარიშით 1:0)

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.