ანხელინიო: ნეიმარმა შოკში ჩამაგდო

"ის რასაც ნეიმარი დემონსტრირებდა, უეფას ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ჩვენთან გამართულ პაექრობაში, მთელი გუნდისთვის ეს უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც სრულიად სხვა დონეს განეკუთვნება. იმ დღეს განცვიფრებული ვიყავი, თუ როგორ შეეძლო ამ უკანასკნელს შეხვედრის მსვლელობა ეკონტროლებინა. წარმოდგენა არ გვქონდა, როგორი მეთოდებით უნდა შეგევეშალა ხელი, რომ მას ბურთი არ მიეღო, რათა მას არ ჰქონოდა მატჩის კონტროლის შესაძლებლობა. ეს დაუჯერებელია! კაგია, რომ ის ჩემს ფლანგზე არ თამაშობდა."
"მესი? ეს კიდევე ერთი მონსტრია. ლეო ისე ხშირად არ ცდილობს ბურთის მიღებას, როგორც ეს ნეიმარის შემთხვევაშია, ის უფრო მეტად იცდის, მაგრამ როდესაც ბურთი მასთან მიდის - ბახ, ბახ! ბურთი ბადეშია, გოლი კი ჩათვლილი. რა უნდა ქნა ამ დროს..." - ციტირებს გამოცემა AS ანხელინიოს სიტყვებს.