კონტე: ლუკაკუს და ვან დეიკის შეძენა მსურდა

"მე ორი ფეხბურთელის გაფორმება ვთხოვე და ჩვენ ამ ტრანსფერებთან ძალიან ახლოს ვიდექით, მას შემდეგ რაც ჩემპიონატი მოვიგეთ. ერთ-ერთი მათგანი რომელუ ლუკაკუ იყო, მეორე კი ვირჯილ ვან დეიკი. ეს ორი მოთამაშე ძალიან ახლოს იყო "ჩელსის" შემადგენლობაში გადმოსვლასთან. ერთმანეთთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვქონდა. აღვნიშნავდით, რომ ამ ფეხბურთელების გაფორმებით გუნდის სიძლიერეს 30 პროცენტით გავზრდიდით."
"შესაძლებელია, ჩვენ გავუშვუით მომენტი რა დროსაც შეგვეძლო "ჩელსი" უმაღლეს დონეზე აგვეყვანა და იქ დარჩენილიყო მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ძალიან სამწუხარო იყო, რომ ხსენებული ტრანსფერები ვერ შედგა. "ინტერში" რომელუ ამტკიცებს, რომ მე მართალი ვიყავი. ასევეა ვან დეიკის შემთხვევაშიც, რომლიც "ლივერპულში" დემონსტრირებს იმას, რომ მე სწორი იდეები მქონდა." - ციტირებს გამოცემა The Telegraph-ი ანტონიო კონტეს სიტყვებს.