ჯოკოვიჩმა მედვედევი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად დაასახელა

ჯოკოვიჩმა მედვედევი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად დაასახელა დანილ მედვედევთან განცდილი მარცხის შემდეგ, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP-ის შემაჯამებელ ტურნირზე რუსი ჩოგბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოდ დაასახელა.

სინამდვილეში თავს ცუდად ვგრძნობდი. განსაკუთრებით პირველი სეტის ბოლოს და მეორეს დასაწყისში. გადაწყობა მოვახერხე და თავს უკეთ მატჩის მიწურულს ვგრძნობდი. 15-20 წუთი განსაკუთრებით უიღბლო გამოდგა. ამ დროის განმავლობაში შვიდი გეიმი წავაგე», - ამბობს ჯოკოვიჩი.

რამდენიმე უნებლიე შეცდომა დავუშვი. ჩემმა თამაშის დონემ იკლო, ფიზიკურადაც ყველაფერი გაუარესდა. ვცდილობდი თამაშის რიტმი მეპოვნა, თუმცა ამაზე 15 წუთი დავხარჯე. მედვედევთან შეხვედრაში ეს დასასრულს ნიშნავს».

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელთან დაპირისპირებაში საკუთარ თავს ამის უფლება არ უნდა მისცე. ეჭვგარეშეა, რომ დანილი უკეთესი იყო. მას ნაკლები შეცდომა ჰქონდა. რუსი მარტივ ქულებს არ მჩუქნიდა. მე კი საუკეთესო შეხვედრის ჩატარება ვერ შევძელი. უკეთესად უნდა მეთამაშა, თუმცა მინდა მეტოქეს მადლობა ვუთხრა ასეთი მაღალი დონის ჩოგბურთისთვის», - დაასრულა კომენტარი ჯოკოვიჩმა.

» წყარო

ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.