დღეს პრაღაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება

დღეს პრაღაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება დღეს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ძიუდოში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირზე ოპტიმალური შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
- 60კგ- ლუხუმ ჩხვიმიანი
- 66კგ - ვაჟა მარგველაშვილი
- 73კგ - ლაშა შავდათუაშვილი
- 81კგ - ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე
- 90კგ - ბექა ღვინიაშვილი
- 100კგ - ვარლამ ლიპარტელიან
+ 100კგ - გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი
- 52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი
- 57კგ - ეთერ ლიპარტელიანი

ტურნირის განრიგი ასე გამოიყურება:
19 ნოემბერი - ქალები: -48კგ, -52კგ, -57კგ. კაცები: -60კგ, -66კგ.
20 ნოემბერი - ქალები: -63კგ, -70კგ. კაცები: -73კგ, -81კგ.
21 ნოემბერი - ქალები: -78კგ, +78კგ. კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00.
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.