კასილასი: ბედნიერი ვიქნებოდი "რეალში" დაბრუნებით

"ბედნიერი ვიქნებოდი "რეალში" დაბრუნებით და იმ ფასეულობების გადაცემით რასაც ბავშობაში მასწავლიდნენ. ამ კარებს არსდროს დავხურავ" - აღნიშნავს კასილასი.
ორიოდე თვის წინ, კასილასმა "რეალში" დაბრუნების შესაძლებლობაზე ღიად ისაუბრა - "მოცემულ მომენტში არაფერია გადაწყვეტილი, თუმცა დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი ცხოვრების შემდეგი ეტაპი კვლავაც "რეალს" დაუკავშირდება. "რეალთან" განშორება მტკივნეული იყო, მაგრამ ეს ჩემი სახლია. ჩვენ დაივშალეთ ისე, როგორც იშლება ოჯახი. წარმოთქმული იყო ძალიან ბევრი ცუდი სიტყვა, ბევრი რამ კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი, თუმცა ამის მერე დიდმა დრომ განვლო და ყველა დაწყნარადა.
ჩემი წასვლიდან რამდენიმე წელიწადში, კლუბის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მიმართ ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა და დასტაბილურდა. მან მე მითხრა: - "შენ აქ უნდა იყო." რეალი ეს ჩემი სახლი და ჩემი ცხოვრებაა. ფლორენტინომ მე დამირეკა და წინადადებით მომმართა. როდესაც მადრიდში დავბრუნდები, ჩვენ ან ყველაფერს განვიხილავთ." - ვეტერანი კარის დარაჯის სიტყვებს ციტირებს გამოცემა Semana.