ფაბრეგასი: მოურინიო ჩემი მეგობარია

"მქონდა თუ არა კომუნიკაცია გვარდიოლასთან ბოლო 8 წლის განმავლობაში? არა, აბსოლუტურად არა. არ ვიცი, ეს იმედგაცრუება ორმხრივი არის თუ არა. ბავშობაში, პეპი ჩემთვის ნამდვილი კუმირი იყო. სადღაც 4 წლის ასაკიდან, გარკვეული ცოდნა სწორედ მისგან შევიძინე."
"როდესაც ბარსელონა დავტოვე, ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჟოზე მოურინიომ მოახდინა. მან მითხრა, რომ ჩვენს შორის იყო რაღაც მომენტები, მაგალითად როდესაც ის მუშაობდა "ჩელსის" რიგებში მე კი "არსენალის" ღირსებას ვიცავდი, როდესაც ის "რეალში" იყო მე "ბარსელონაში" ვთამაშობდა... მან განმიცხადა, რომ ახლა ეს ყველაფერი წარსულია და ამას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა. ჩვენ არსებული მოცემულობა შევცვალეთ. ის მიყვებოდა საკუთარი პროექტის შესახებ. გადავდიოდი გუნდში, რომელშიც ამ გადმოსახედიდან, საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშე."
"ჩელსის" რიგებში ტრანსფერი ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო და აქ არ ვითვალისწინებდი იმას, თუ რას იტყოდნენ ამაზე სხვა ადამიანები. მე პრიორიტეტად დავისახე პროფესიული ასპექტი. ამ დრომდე მაქვს მიმოწერა ჟოზესთან და მას ჩემს მეგობრად მივიჩნევ. ჩემი კარიერის რთულ წლებში ის დამეხმარა. მასთან ერთად, ალბათ საუკეთესო სეზონი ჩავატარე." - ციტირებს ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი სესკ ფაბრეგასის სიტყვებს.