დე ხეა: "იუნაიტედში" თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში

დე ხეა: "იუნაიტედში" თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში მანჩესტერ "იუნაიტედის" კარის დარაჯი დავიდ დე ხეა, ამჟამინდელი კლუბის შესახებ საუბრობს და "წითელი ეშმაკების" მიმართ საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს. დე ხეას განცხადებით, "იუნაიტედმა" მის ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა.

"სასიამოვნოა მანჩესტერ "იუნაიტედში" ყოფნა. სიმართლეს ვამბობ, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. სპორტული თვალსაზრისითაც გაცილებით გავიზარდე. მახსოვს ის პერიოდი, როდესაც დიდ კლუბში გადავდიოდი, სადაც უცხე ენაზე საუბრობდნენ. აქ სხვა კულტურაა, ყველაფერი სრულიად განსხვავებული იყო. ამან ჩემს "გაზრდაში" დიდი როლი ითამაშა. მე როგორც ფეხბურთელმა, დიდი პროგრესი განვიცადე და "იუნაიტედში" გატარებული წლების გამო ამ გუნდს მადლობას ვუხდი. ეს უბრალოდ დაუჯერებელია." - ციტირებს ბრიტანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი დავიდ დე ხეას სიტყვებს.

დავიდ დე ხეა, მანჩესტერულ კლუბს 2011 წელს შეუერთდა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. 30 წლის კიპერს გამოცემა transfermarkt-ი 35 მილიონ ევროდ აფასებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ