Elespanol: ჟოზე მოურინიო გარეთ ბეილის დაბრუნებას ითხოვს

Elespanol: ჟოზე მოურინიო გარეთ ბეილის დაბრუნებას ითხოვს ცნობილი ესპანური ინტერნეტ პორტალის Elespanol-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტოტენჰემი მადრიდის «რეალის» შემტევი ნახევარმცველით გარეთ ბეილით ინტერესდება.

წყაროს ინფორმაციით, 31 წლის უელსელი შემტევით პირადად «ტოტენჰემის» მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი გარეთ ბეილის ყიდვას ჯერ კიდევ «მანჩესტერ იუნაიტედში» მუშაობის დროს ცდილობდა.

მაშინ მოურინიოს ბეილის ტრანსფერზე მუშაობა აღარ დასცალდა, რადგან მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლეს და უელსელის წითელ ეშმაკებში გადასვლის საკითხი ამით დაიხურა.

ყველასთვის კარგად ცნობილია საიდან დაიწყო 31 წლის ბეილმა კარიერული აღმასვლა. თუ ფეხბურთელს სურვილი ექნება «ტოტენჰემში» მას ხელგაშლილი შეხვდებიან.

talkSPORT-ის ყოფილი ჟურნალისტი ანდროს ტაუნსენდი ამბობს: «შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ბეილს ლონდონში დაბრუნების სურვილი აქვს. ტოტენჰემში გარეთი საკვანძო ფეხბურთელი იყო, გულშემატკივრებს ძალიან უყვარდათ, ამიტომ შეიძლება ამ ფაქტორებმა იმუშავოს».

შეგახსენებთ, რომ 31 წლის უელსელს სამეფო კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.