საქართველომ ესტონეთთან ფრე ითამაშა

საქართველომ ესტონეთთან ფრე ითამაშა ერთა ლიგის С დივიზიონის მეორე ჯგუფის დასკვნითი მატჩი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ესტონეთთან გამართა და უგოლო ფრეს დასჯერდა.

წლევანდელი გათამაშების შედეგებით, ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა შვიდი ქულა მოაგროვა და С დივიზიონის მეორე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ესტონეთის ნაკრებს, ამ უკანასკნელმა ბოლო პოზიცია დაიკავა და ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას D დივიზიონში გააგრძელებენ.

ესტონეთთან შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ მოხერხდა. 90 წუთის განმავლობაში მეტოქეთა კარში ქართველებმა მხოლოდ ორჯერ დაარტყეს, თუმცა უშედეგოდ.

C დივიზიონის მეორე ჯგუფის გამარჯვებული სომხეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ნეიტრალურ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა. უეფას ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას სომხეთის ეროვნული ნაკრები В დივიზიონში გააგრძელებს.
ინფორმაცია მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.