ნოიერი: ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა

"სამივე ფეხბურთელს შეეძლო ჩვენი დახმარება, მათ ეს არაერთხელ უჩვენებიათ. არც თომასს, არც მატსს და არც ჟერომს საკუთარი კარიერა გერმანიის ეროვნული ნაკრების რიგებში არ დაუსრულებიათ. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული საკითხია, მაგრამ მოდით დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მთლიანობაში, ეს ნაციიონალური გუნდის თავკაცის გადაწყვეტილებაა." - ციტირებს გამოცემა Bayern & Germany მანუელ ნოიერის სიტყვებს.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა კატასტროფული მარცხი განიცადა. ესპანელებმა მეტოქე გუნდი ანგარიშით 6:0 დაამარცხეს.