მანუელ ნოიერისა და ფერან ტორესის შეფასებები

მანუელ ნოიერისა და ფერან ტორესის შეფასებები ევროპის ერთა ლიგის ეგიდით, გერმანიისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრას აფასებს მანუელ ნოიერი და ფერან ტორესი. შეგახსენებთ, მატჩი ესპანელთა გამანადგურებელი გამარჯვებით ანგარიშით 6-0 დასრულდა.

მანუელ ნოიერი - "აუცილებელი იყო ერთმანეთთან მეტი კომუნიკაცია გვქონოდა, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც პირველი გოლი მივიღეთ. დღეს საფეხბურთო მოედანზ ძალიან დაგვაკლდა, ერთმანეთთან საუბარი. ეს არ იყო საუკეთესო დრო მსგავსი თამაშის ჩასატარებლად, თუმცა ყველაფრის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია. დღეს ჟესტებისა და კომუნიკაციის პრობლემა თითოეულ ფეხბურთელს აღენიშნებოდა. "

ფერან ტორესი - "ნებისმიერი ფეხბურთელისათვის ნამდვილი ოცნებაა, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ერთბაშად სამი გოლი გაიტანოს. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ბედნიერებას, რასაც ახლა განვიცდი. ის რაც მე გამომოივიდა, ასეთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში... ჩემი გოლებით ნაკრებს წარმატების მიღწევაში დავეხმარე."
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.