მესი: საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ

მესი: საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლიონელ მესი, პერუს ეროვნულ გუნდთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. შეგახსენებთ, მატჩი ანგარიშით 0:2 დასრულდა.

"მიღწეული გამარჯვებით კმაყოფილები ვართ. პარაგვაისთან ჩატარებული მატჩის შემდეგ ეს მოგება განსაკუთრებით გვჭირდებოდა. შეხვედრის პირველივე წუთებიდან შესანიშნავად გამოვიყურებოდით, გავიტანეთ გოლები და შევქმენით უამრავი სახიფათო მომენტი. მატჩის მეორე ნახევარი ხარისხიანად ჩავატარეთ, ისევე როგორც ეს იყო განვლილ ორთაბრძოლაში. სწორედ ამ სულისკვეთებით განვაგრძეთ, მეტიც ეს უკეთ გამოგვივიდა. ამ სტილში ასპარეზობა გვმართებს. ეტაპობრივად ჩვენ ძლიერ გუნდად ვყალიბდებით." - აცხადებდა ლეო მესი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.