დანა უაითი: «ქამრისთვის ხაბიბ ნურმაგომედოვი იბრძოლებს»

დანა უაითი: «ქამრისთვის ხაბიბ ნურმაგომედოვი იბრძოლებს» UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმა გამოცემა MMAFighting-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქამრისთვის კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს ნაცვლად ხაბიბ ნურმაგომედოვი იბრძოლებს.

MMA-ს ყველაზე დიდი პრომოუშენის პრეზიდენტმა ამ კომენტარით რუსი სპორტსმენის სპორტში დაბრუნებაზე ერთგვარი მინიშნება გააკეთა. კონორ მაკგრეგორისა და დასტინ პორიეს ბრძოლა 23 ნოემბერსაა დაგეგმილი.

ჟურნალისტმა დანა უაითს ჰკითხა იქნებოდა თუ არა ეს სატიტულო ბრძოლა:

არა! ტიტულისთვის ხაბიბი იბრძოლებს. მე მჯერა, რომ ის იბრძოლებს. კონორისა და პორიეს შეხვედრა სატიტულო არ იქნება», - პასუხობს UFC-ს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ 32-წლის ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეტჯისთან დამაჯერებლად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. MMA-ში რუსმა სპორტსმენმა ჯამში 29 ბრძოლა ჩაატარა, აქედან 13 UFC-ში და დაუმარცხებელ მებრძოლად დარჩა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.